კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Tipsbladet: საბა ლობჟანიძე დიდი ალბათობით მოედანზე დანიის სუპერლიგის 18-ე ტურში დაბრუნდება

Image source: Randers FC

 

საქართველოს ნაკრებისა და დანიური “რანდერსის” თავდამსხმელი, საბა ლობჟანიძე დიდი ალბათობით დანიის ჩემპიონატის მე-18 ტურში, “სიონერიუსკის” წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდება. ამ ინფორმაციას გამოცემა tipsbladet.dk ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საბამ ოქტომბერში სანაკრებო შეკრებაზე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც “რანდერსის” შემადგენლობაში არ უთამაშია. დანიური გამოცემა წერს, რომ საბას ტრავმა მოშუშებული აქვს და შესაძლებელია, რომ ის “სიონერიუსკის” წინააღმდეგ მატჩში ვიხილოთ.

წყარო – tipsbladet.dk

მესიმ ჩემპიონთა ლიგაში უნიკალური რეკორდი დაამყარა და რონალდუს გაუსწრო (ფოტო)