კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტიაგო სილვას პირველი კომენტარი “ჩელსიში” გადასვლის შემდეგ

Thiago Silva joins Chelsea

Image source: chelseafc.com

 

პსჟს” ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატებმა” ოფიციალურად დღეს დაადასტურეს.

ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ლონდონურ კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“მოხარული ვარ “ჩელსიში” გადასვლით. მიხარია, რომ ფრენკ ლემპარდის გაწვრთნილი გუნდის წევრი გავხდი და მე აქ ვარ ტროფეის მოსაგებად. მომავალ შეხვედრამდე “ჩელსის” გულშემატკვირებო, იმედი მაქვს რაც შეიძლება მალე ვითამაშებ “სტემფორდ ბრიჯზე” “, – განაცხადა სილვამ.

ტიაგო სილვა “პსჟში” 2012 წელს, “მილანიდან” გადავიდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 315 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა.

 

 

 

 

წყარო – chelseafc.com

 

 

 

 

ვლადიმერ მამუჩაშვილი: “ასეთ უიღბლობას არ ველოდებოდი”