“ჩელსის” მცველი ტიაგო სილვამ განაცხადა, თუ კარიერის დასაწყისში რომელი ფეხბურთელებისგან ის სწავლობდა.
“ყოველ ქვეყანას თავისი საკუთარი შეხედულება აქვთ ფეხბურთზე. მე ძლიერი გავიზარდე იტალიაში, მცველების ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში. ჩემი კარიერის დასაწყისში მითამაშია ორი პროფესორის გვერდით.
მალდინისთან ერთად მითამაშია, შემდეგ კი ნესტასთან თამაშის შესაძლებლობა მქონდა, ორი წელი მასთან ერთად ვთამაშობდი და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე” , – განაცხადა სილვამ.
სილვას მალდინისა და ნესტასთან ერთად “მილანში” უთამაშია. გამოცდილი ბრაზილიელი მცველი “როსონერიში” 2009-2012 წლებში გამოდიოდა.
ვიდეობი
ფოტოები