კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

The Times: “ლივერპული” – “ატლეტიკოს” მატჩის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსისგან დაიღუპა

Mohamed Salah, Fabinho and James Milner in action against Atletico Madrid (AFP)

Image source: AFP

 

კომპანია Edge Health-მა ჩაატარა გამოკვლევა და გამოავლინა, თუ რამდენი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურმა მატჩმა “ლივერპულსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის, რომელიც “ენფილდის” სავსე ტრიბუნების წინაშე გაიმართა.

The Sunday Times-მა განაცხადა, რომ ექსპერტებმა აღნიშნული კვლევა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურის იოფიციალური მონაცემების მიხედვით ჩაატარეს. მონაცემების მოდელირების შედეგად გამოვლინდა, რომ თამაშის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი COVID-19 ვირუსით გარდაიცვალა. სტადიონზე საერთო ჯამში 52 ათასი გულშემატკივარი იმყოფებოდა, რომელთაგან 3 ათასი “ატლეტიკოს” ფანები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპული” “ატლეტიკოსთან” დამატებით დროში 2:3 ანგარიშით დამარცხდა.

წყარო –  The Sunday Times

 

კონორ მაკგრეგორმა MMA-ის ისტორიის 4 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა