კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

The Telegraph: ორი მწვრთნელი, რომლებმაც შესაძლოა “მანჩესტერ სიტიში” გვარდიოლა შეცვალონ

Image source: Getty Images

 

საუტჰემფტონისა” და “ტოტენჰემის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო შესაძლოა ისევ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.

არგენტინელი სპეციალისტი, ისევე როგორც “ლესტერის” მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსიმანჩესტერ სიტის” ყურადღების ცენტრში მოექცა. იმ შემთხვევაში, თუკი პეპ გვარდილოა გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს, ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მათთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. ამის შესახებ The Telegraph-ი იტყობინება.

კატალონიური გამოცემა Sport-ის გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე – 2021 წლის 30 ივნისამდე “ქალაქელების” გუნდში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ “უეფა“-მ “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის 2020/21 და 2021/22 წლების გათამაშებიდან მოხსნა და ასევე 30 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

ინგლისური კლუბი ამ გადაწყვეტილებას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრებს.

წყარო – telegraph.co.uk

მესი ბოლო 6 წელში პირველად ლა ლიგის ზედიზედ მეოთხე მატჩში გოლს ვერ იტანს