Image source: laliga
ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში „ბარსელონა“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვედა და მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ წააგო.
ლიონელ მესი და მისი გუნდი აშკარად არ არიან ფორმაში და მადრიდულმა თამაშმა ეს დაადასტურა. დიეგო სიმეონეს „ატლეტიკომ“ კი ლა ლიგაში „ბარსა“ 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაამარცხა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 45-ე წუთზე იანიკ ფერეირა-კარასკომ გაიტანა. ბელგიელმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეცდომით ისარგებლა, რომელმაც კარი მიატოვა და ლამის მოედნის ცენტრში აღმოჩნდა. კარასკომ მას დასწრო და ცარიელ კარში გაიტანა.
მეორე ნახევარში „ბარსელონამ“ სიტუაცია ვერ გამაოსწორა და კიდევ ერთხელ დამარცხდა.
„ატლეტიკო“ 20 ქულით ლიდერობას „სოსიედადთან“ ერთად იყოფს, ხოლო „ბარსელონას“ 11 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.
„ატლეტიკო“ – „ბარსელონა“ 1:0
გოლი: 1:0 ფერეირა-კარასკო (45)
اتلتيكو مدريد 1 × 0 برشلونة | هددددددددددددددددددف كاراسكو 🎥😂😂
ــــــــــــــــــــــــــــــــــــــــــــ
to never miss any goal Follow @BASAMGOAL_ pic.twitter.com/pUyHT0p4bz— بـســـــــــGOALــــــامـــ (@GOAL925) November 21, 2020
წყარო – Laliga
ვიდეობი
ფოტოები