კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ტენერიფე იბეროსტარის” ქართველმა ცენტრმა რუსეთში გაიბრწყინა (ფოტო)

Image source: CB1939Canarias ტვიტერის გვერდი

 

ესპანური “ტენერიფე იბეროსტარის” ქართველმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას მე-12 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, გუშინ კი ფიბას ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა და თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

მე-8 ტურში ტენერიფელები რუსეთში “ნიჟნი ნოვგოროდს” ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 72:75 დამარცხდნენ. 7-დან 7 გამარჯვების მქონე ტენერიფელებისთვის ეს გახლდათ პირველი დამარცხება ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაში.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 27:53 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

7 მოგებითა და 1 მარცხით ტენერიფელები 8-გუნდიან C ჯგუფში პირველობას საიმედოდ ინარჩუნებენ. შემდეგ მატჩს გიორგის გუნდი 17 დეკემბერს, შინ აუტსაიდერ მონტენეგრულ “მორნარს ბარს” შეხვდება.

წყარო – Iberostar Tenerife