Image source: anorthosisfc
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ დროებით ვარჯიში შეწყვიტა. გუნდის ორ წევრს, რომელთა ვინაობა არ სახელდება, კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი იზოლირებულნი არიან.
როგორც „ანორთოსისის“ ვებგვერდი იტყობინება, 24 ნოემბერს, ვარჯიში არჩატარდება, ბაზას დეზინფექცია ჩაუატდრდება და პროტოკოლის მიხედვით იმოქმედებენ.
„ანორთოსისი“ კვირპოსის ჩემპიონატს 23 ქულით ლიდერობს. თემურ ქეცბაიას გუნდში ოთხი ქართველი თამაშობს, გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი.
წყარო – Anorthosis
ვიდეობი
ფოტოები