კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თემურ ქეცბაია: “ვნახოთ, სეზონის ბოლოს რას მივაღწევთ”

Image source: goal.philenews.com

 

კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ „ოლიმპიაკოსთან“ 0:2 დამარცხდა და ლიდერს კიდევ უფრო ჩამორჩა.

ქართველმა სპეციალისტმა თამაშის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი დანებებას არ აპირებს.

„ცუდად ვითამაშეთ, დასაწყისიც ცუდი გვქონდა და დასასრულიც. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, „ოლიმპიაკოსმა“ კი ეს მოახერხა და მოიგო. ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც ველოდით. თუ მსგავსი ხელსაყრელი პოზიციიდან გოლებს ვერ გაიტანა, იმას უნდა ელოდო, რაც მოხდა.

დანებებას არ ვაპირებთ. დარჩენი თამაშებში ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა მოხდება. კვიპროსის თასზეც გვაქვს მატჩები და ვნახოთ, რას მივაღწევთ“ – განაცხადა ქეცბაიამ.

„ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და ლიდერის პოზიციას 10 ქულითაა დაშორებული.

 

წყარო – goal.philenews.com

 

ლონდონურ დერბიში “არსენალმა” მოიგო (ვიდეო)