Image source: anorthosisfc_official
“ანორთოსისის” ქართველი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ეს ინფორმაცია ფამაგუსტელთა კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ქეცბაიას გუნდმა ოქტომბერში ჩატარებული ოთხი მატჩიდან ოთხივე მოიგო. ფამაგუსტელებმა ცხრა გოლი გაიტანეს და მხოლოდ ორი გაუშვეს.
“ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში 11 შეხვედრის შემდეგ 23 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს პირველადგილოსან აპოლონს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ვიდეობი
ფოტოები