კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თემურ ქეცბაია: “შეგვეძლო პირველივე ტაიმში ყველაფერი დაგვესრულებინა”

ქეცბაიას კომენტარი

Image source: goal.philenews.com

 

კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ანორთოსისმა“ გიორგი ქვილითაიას გოლით „ეთნიკოს ახნასი“ 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ფამაგუსტელთა ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.

„წაგებული თამაშების შემდეგ მოგება აუცილებელი იყო და ეს მოვახერხეთ. თამაში ადვილი არ ყოფილა, ჩემს ფეხბურთელებს ვულოცავ. შეგვეძლო თამაში პირველივე ტაიმში დაგვესრულებინა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

არ ვფიქრობ, რომ ამ თამაშს იგივე სცენარი ჰქონდა, როგორც „აპოლონთან“. თუ თქვენ ასე არ ხედავთ, ეს თქვენი პროვლემაა. მთავარი ის არის, რომ მოვიგეთ და წინ ვიყურებით“ – თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისს“ 33 ქულით მესამე ადგილი უკავია და მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს „ოლიმპიაკოსთან“ ჩაატარებს.

 

წყარო – goal.philenews.com

 

“საბურთალოს” დუბლების ფეხბურთელი მოკლეს და ეჭვმიტანილი მისი ძმაა