კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თემურ ქეცბაია: “სამწუხაროდ ზოგიერთს კვიპროსში ჩემპიონის გამოვლენა სხვაგვარად სურს”. “ანორთოსისი” შესაძლოა ოქროს მედლის გარეშე დარჩეს

Image source: cyprus-mail.com

 

კვიპროსის “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ რადიო „სუპერ სპორტს FM“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კვიპროსში ზოგიერთებს ჩემპიონატის გაგრძელება არ სურთ და გამარჯვებულის გამოვლენას ბელგიის მაგალითით აპირებენ, ფამაგუსტას გუნდი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

“ჩემპიონატის გამარჯვებული უნდა გაირკვეს სტადიონზე. ინგლისში, სადაც “ლივერპულის” შედეგებიდან გამომდინარე ყველაფერი უკვე ნათელია, ჩემპიონად მისი დასახელება ჯერ არ გადაუწყვეტიათ. თავად მერსისაიდელებიც მზად არიან, რომ ოქროს მედლები მოედანზე მოიპოვონ. სამწუხაროდ, ზოგიერთს კვიპროსში ჩემპიონის გამოვლენა სხვაგვარად სურს და ზოგიერთი უკვე გადაწყვეტილებას ამზადებს” – აცხადებს ქართველი სპეციალისტი.

საქმე ისაა, რომ ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა ნიკოსიას “ომონიაა“, რომელიც მხოლოდ 22-ე ტურის შემდეგ გალიდერდა. 23 ტურის შემდეგ “ომონიას“ და “ანორთოსისს“ თანაბარი – 46-46 ქულა აქვთ, მაგრამ პირად შეხვედრებში უპირატესობა აქვთ ნიკოსიელებს. თუ ჩემპიონატის ნაადრევად დასრულება გადაწყდება, “ანორთოსისი” ჩემპიონის ტიტულს ვეღარ მოიპოვებს.

5 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ევრო-2020-ის გადადებამ დადებითად იმოქმედოს საქართველოს ნაკრებზე