კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თემურ ქეცბაია: “რაც მთავარია ხარისხიანი ფეხბურთით მოვიგეთ”

ქეცბაიას კომენტარი

Image source: goal.philnews

 

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ანორთოსისმა“ „პარალიმნი“ 2:1 დაამარცხა და მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.

„ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. მოვიგეთ და რაც მთავარია, კარგი თამაშით მოვახერხეთ მოგება. ბევრი საგოლე შანსი გვქონდა და შეგვეძლო თამაში პირველივე ტაიმში დაგვესრულებინა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მოვიგეთ და ახლა მომდევნო თამაშზე ვფიქრობთ“ – თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 48 ქულით მე-4 ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 თებერვალს, „დოქსას“ შეხვდება.

 

წყარო – Larnaka Sports

 

თორნიკე ოქრიაშვილის დუბლი კვიპროსში (ვიდეო)