კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თემურ ქეცბაია: “ფეხბურთზე რა უნდა ვილაპარაკო, სიბნელეში ვითამაშეთ”

ქეცბაიას კომენტარი

Image source: larnakasports

 

კვიპროსის თასის მეოთხედფინალში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ სტუმრად „კარმიოტისას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მურთაზ დაუშვილმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია 62-ეწუთზე შევიდა მინდორზე და მისი აქტიურობის შემდეგ მასპინძელთა მცველმა სტიალიანუმ ავტოგოლი გაიტანა 91-ე წუთზე და ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა.

თემურ ქეცბაია სტადიონზე შექმნილი გარემოთი და პირობებით ძალიან უკმაყოფილო იყო:

„ფეხბურთზე ლაპარაკი არ ღირს. ფეხბურთმა საოცარი პროგრესი განიცადა და ჩვენ სიბნელეში ვთამაშობთ, ეს წარმოუდგენელია, შეუძლებელია. 14 გუნდს პირობები ვერ ექნება. მეორე ტაიმი სიბნელეში ვითამაშეთ, დაცვა დაიწვა, ბოძი დაიწვა, კვიპროსული ფეხბურთი დაიწვა, რომელ ფეხბურთზე უნდა ვისაუბრო?“ – თქვა ქეცბაიამ.

„ანორთოსისისა“ და „კარმიოტისას“ საპასუხო მატჩი 10 მარტს გაიმართება.

 

წყარო – Larnaka Sports

 

ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა (ვიდეო)