კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თემურ ქეცბაია: “ფეხბურთელებთან პრეტენზიები არ მაქვს”

ქეცბაიას კომენტარი

Image source: goal.philenews.com

 

კვიპროსის ჩემპიონატის 24-ე ტურში „ანორთოსისი“ შინ ლიმასოლის „აელს“ დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა. გიორგი ქვილითაია და გიორგი ლორია მოედანზე 90 წუთი იყვნენ, მურთაზ დაუშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, რადგან ცხვირი გაიტეხა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო.

მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ  დღეს საკმარისი გავაკეთეთ სამი ქულის მოსაპოვებლად. ორივე ტაიმში გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საბოლოოდ, შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც. არანაირი პრეტენზია არ მაქვს ფეხბურთელებთან. ახლა პარალიმნთან მატჩისთვის მოვემზადებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. წინ 36 ქულა გასათამაშაბელი და თქვენ 6-ქულიან ჩამორჩენაზე მეკითხებით? ლიდერთან სხვაობა 6 ქულაა და ჩვენი კონკურენტები ერთმანეთს ეთამაშებიან, ორივე ვერ მოიგებს. მთელი სეზონი ჩვენს წინაშეა. როდესაც ამდენ მომენტს ქმნია და ვერ იმარჯვებ, ეს ნიშნავს, რომ არ გიმართლებს, მაგრამ იმედი მაქვს, შემდეგ მატჩებში იღბალი ჩვენს მხარეს იქნება“ – თქვა ქეცბაიამ.

„ანორთოსისი“ 45 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „აპოლონს“ 6 ქულით ჩამორჩება.

 

 

წყარო – Larnaka Sports

 

“რუბინის” დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დაასახელა