კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თემურ ქეცბაია: “ჩემპიონობის შანსი გვაქვს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”

ქეცბაიას კომენტარი

Image source: goal.philenews.com

 

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ანორთოსისმა“ „დოქსა“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ოთხივე ქართველი ფეხბურთელი მოედანზე იყო, გიორგი ლორია 90, გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი 89 წუთი, ხოლო მურთაზ დაუშვილი პირველ ტაიმში.

მატჩის შემდეგ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა.

„კიდევ ერთი თამაში მოვიგეთ, უკანასკნელი პლეი-ოფამდე. ძალიან კარგად დავიწყეთ და კარგი შანსები გვქონდა, სამი ქულის მოპოვება არ გაგვჭირვებია. თუმცა, ნერვიულობა ბოლომდე მოგვიწია. ახლა თასის მატჩებისთვის მოვემზადებით. ვცდილობ ჩემი საქმე გვაკეთო, ორი წლის წინ ჩამოვედი, რომ რაღაცები გამეუმჯობესებინა. შარშან ჩემპიონობის შანსი გვქონდა, წელსაც გვაქვს პრეტენზია და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ახალი კონტრაქტი? ზაფხულში დავილაპარაკებთ, დასამატებელი არაფერი მაქვს“, – თქვა ქეცბაიამ.

„ანორთოსისი“ 26 ტურში 51 ქულით მეოთხე ადგილზეა და პლეი-ოფში ითამაშებს, მომდევნო მატჩს კი თასზე 24 თებერვალს „კარმიოტისასთან“ ჩაატარებს.

 

წყარო – Larnaka Sports

 

“ლივერპულმა” პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხე წააგო (ვიდეო)