Image source: goal.philenews.com
ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნიქოზიის „აპოელთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველების გუნდმა სტუმრად ვერ მოიგო და თამაში 0:0 დასრულდა.
ამ შეხვედრაში მხოლოდ გიორგი ლორიამ და გიორგი ქვილითაიამ ითამაშეს, ხოლო მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე არ გასულან.
„კარგი თამაში იყო და სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში გოლოს გატანა შეგვეძლო. კარგია, რომ სტუმრად ძლიერ მეტოქესთან გოლი არ გავუშვით. თავიდან ბურთს ვფლობდით, შემდეგ კი სათამაშო სისტემა შევცვალეთ. ჩემპიონობა და თასის მოგება შეგვიძლია, წინ კიდევ 15 ტურია და ყველაფერი შესაძლებელია“ – განაცხადა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისს“ 40 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-4 ადგილზე იმყოფება.
წყარო – Larnaka Sports
ვიდეობი
ფოტოები