კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თემურ ქეცბაია: “ჩემი გუნდით ვამაყობ”

ქეცბაიას კომენტარი

Image source: larnakasports

 

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მისი გუნდის კვიპროსის ჩემპიონატში გალიდერების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი მწვრთნელის განცხადებით, ამაყობს მისი ფეხბურთელებით.

„მე ჩემი გუნდით ვამაყობ, დღევანდელ თამაშში გაწული ძალისმხევით. ორ კვირაში ხუთი მატჩი გვქონდა და პირველები ვართ სატურნირო ცხრილში, თასის მეოთხედფინალშიც გავედით, უკეთესს ვერ მოვითხოვდით“ – აღნიშნა ქეცბაიამ.

„ანორთოსისმა“ მეათე ტურში „აეკი“ 1:0 დაამარცხა. თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა ითამაშეს, ხოლო გიორგი ქვილითაიამ – არა. „ანორთოსისი“ 23 ქულით პირველ ადგილზეა.

 

წყარო – Larnakasports

 

მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო