კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“თელავის” 4-მატჩიანი წაუგებელი სერია და “ლოკოს”მე-5 ფრე

ლოკომოტივის ფრე თელავში

Image source: FC Locomotive Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა თბილისის “ლოკომოტივმა” “თელავთან” გასვლითი მატჩით განაახლა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, “თელავს” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში შინ 1 ქულით დაბრუნდა.

“კავკასიონი არენა” მატჩის დაწყებამდე უკვე ატალახებული იყო. შესაბამისად, გუნდებმა სანახაობრივი თამაშის ჩვენება ვერ შეძლეს.

ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. “ლოკომოტივმა” ანგარიში მატჩის საწყის წუთებშივე გახსნა – მე-15 წუთზე, ბექა დარცმელიას გადაცემის შემდეგ, ირაკლი სიხარულიძემ მეურვე მცველს დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა.

თელაველებმა ანგარიში 49′-ე წუთზე, ცოტნე მოსიაშვილის 11-მეტრიანით გაათანაბრეს. საბოლოოდ, 1:1 ანგარიში დაფიქსირდა და 23 ქულით, “ლოკომოტივი” მე-5 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო “თელავმა” კი 20 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.

 

 

წყარო – fcloco.ge

 

 

 

 

ბორჯღალოსნები ინგლისში დაბრუნდნენ და ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადებიან