კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თედო აბჟანდაძე: “ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ”

თედო აბჟანდაძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: Georgian Rugby

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერის ტურნირში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა. მეორე ტურის ეგიდით გამართულმა დაპირისპირებამ მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და ადვილად 18:0 მოიგეს.

ბორჯღალოსანთა მგეზავი თედო აბჟანდაძე ამბობს, რომ მორაგბეები მოედანზე თავს უკეთ გრძნობდნენ, ვიდრე ინგლისთან და სისტემამაც იმუშავა, თუმცა ტექნიკური წუნის გამო მომენტების გამოყენება ვერ მოხერხდა:

“მოედანზე თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდით, ვიდრე ინგლისთან და 75-ე წუთამდე თამაშში დავრჩით, მაგრამ რამდენჯერმე ვერ შევძელით ქულების აღება. ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა და ბურთს ვკარგავდით. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც ჯარიმის გატანა შეიძლებოდა, მაგრამ მორკინალები მოლში თავს კარგად გრძნობდნენ და ლელოზე თამაში ვარჩიეთ. სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომის გამო ბურთი აქაც დავკარგეთ.

ჩვენი მიზანი იყო, ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა ხელით, მაგრამ პირველ ტაიმში ეს ვერ შევძელით. ამით იყო განპირობებული ფეხით ბევრი თამაში. შესვენების შემდეგ პოზიციურად უკეთ ვიყავით და გავთამამდით.

თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და უფრო თამამები ვართ შეტევაში. ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. დღეს გამოჩნდა, რომ სისტემა მუშაობს, უპირატესობის ხაზსაც ვკვეთდით, მაგრამ მერე შეცდომებს ვუშვებდით. ვფიქრობ, ამ სისტემაში უნდა დავრჩეთ და გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა აბჟანდაძემ.

შეგახსენებთ, შემოდგომის ერთა თასის მესამე მატჩს ბორჯღალოსნები 29 ნოემბერს დუბლინში, “ავივაზე“ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. აღვნიშნოთ, რომ ირლანდიელებმა პირველ ტურში უელსს 32:9 მოუგეს, ხოლო მეორე ტურში ინგლისთან 7:18 დამარცხდნენ.

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

საქართველოს ნაკრებმა რვა ერში მეორე თამაში წააგო და ქულაც ვერ მოიპოვა