კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თბილისის “ლოკომოტივის” კაპიტნის კომენტარი “დინამოსთან” მატჩამდე

დავით უბილავას კომენტარი დინამოსთან მატჩის წინ

Image source: FC Locomotive Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელთან, გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, “რკინიგზელთა” კაპიტანმა დავით უბილავამ ხვალინდელ თამაშზე კომენტარი გააკეთა.

“ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ. მეტოქე მაქსიმალურად შევისწავლეთ დაცვაშიც და შეტევაში, გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც და მზად ვართ სათამაშოდ. გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები და შედარებით გამოუცდელები შეგვიძლია გავამხნევოთ, რომ იყვნენ თავისუფლად და გახსნილად ითამაშონ.

ისეთი დონის მატჩია, ახსნა არავის სჭირდება, რამხელა მოტივაცია გაგვაჩნია. ვფიქრობ, ყველა მოტივირებული იქნება. ყველაფერი გასათვალისწინებელია, მათ შორის ომი და კონფლიქტები, მაგრამ ჩვენი საქმე ფეხბურთია“, – ამბობს დავით უბილავა.

შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩი ხვალ, “მიხეილ მესხის” სტადიონზე 21:00 საათზე გაიმართება.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

ხვიჩა კვარაცხელია “რუბინის” გულშემატკივრებმა ისევ სამეულში დაასახელეს (ფოტო)