კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თბილისის “დინამოს” კაპიტნის კომენტარი “კონას კისთან” მატჩამდე

გიორგი პაპავას კომენტარი

Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელთან, ჩისკო მუნიოსთან ერთად მატჩისწინ კაპიტანმა გიორგი პაპავამ დღევანდელ თამაშზე კომენტარი გააკეთა.

“ასეთ თამაშებს ყოველთვის კარგი განწყობით ვხვდებით. ამას ბათუმის „დინამოთან“ დამაჯერებელი გამარჯვება დაემატა და ძალები კიდევ უფრო მეტად შეგვმატა. ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მატჩისთვის გუნდში იდეალური განწყობაა.

ყველა მზადაა, რომ გამოვიდეს და ითამაშოს. ჩვენთვის მისაღები მხოლოდ გამარჯვება იქნება. ერთ გუნდი ვართ და არ აქვს მნიშვნელობა, ძირითადში ვინ დაიწყებს და ვინ – შეცვლაზე. ჩვენ ყველა ერთნაირად მოტივირებულები ვართ“, – განაცხადა პაპავამ.

შეგახსენებთ, რომ “კონას კი” “დინამო თბილისს” რექსემში, “რეისქურს გრაუნდზე” დღეს, 21:00 საათზე უმასპინძლებს.

 

წყარო – FC Dinamo Tbilisi

 

 

 

 

ცნობილია “დინამო”-“კონას კის” მატჩის ჩატარების ადგილი და პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფის დეტალები