კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თბილისის “დინამო” მეზობელი ქვეყნის დედაქალაქში ჩავიდა

დინამოელთა თვითმფრინავი წარმატებით მეზობელ ქვეყანაში დაეშვა

Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ეწვივნენ და დღეს საღამოს “ბაქსელ არენაზე” მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. დედაქალაქური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ აზერბაიჯანის დედაქალაქში 22 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე;

მცველები: დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, ლევან ხარაბაძე, საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, ფაბიან სპორქსლედე, სანდრო კალანდაძე;

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა ©, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, თორნიკე მორჩილაძე, ბაქარ ქარდავა, ბარნს ოსეი, გიორგი ჩხეტიანი, მილან რადინი

თავდამსხმელები; გიორგი გაბედავა, ზორან მარუშიჩი და თორნიკე ახვლედიანი

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს “დინამო თბილისი” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას ბაქოში “ნეფთჩის” გამართავს. დედაქალაქური გუნდი ბაქოს “ნეფთჩის” “ბაქსელ არენაზე” თბილისის დროით 21:00 საათზე შეხვდება.

 

 

 

 

წყარო – FC Dinamo Tbilisi 

 

 

 

 

 

 

 

“ნეფთჩი”-“დინამო თბილისის” მატჩს მოლდოველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება