კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს მეორე მედალი მოუტანა (ვიდეო)

ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა

Image source: ijf.org

 

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენი ვერხლის მედალოსანი გახდა. ტატო გრიგალაშვილმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

-81 კგ წონით კატეგორიაში, 21 წლის ტატო გრიგალაშვილმა ფინალურ ბრძოლაში ბელგიელ მატიას კასესთან დამარცხდა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ბრძოლაში უზბეკ შაროფიდდინ ბოლტაბოევთან დამარცხდა.

დღევანდელ საშეჯიბრო დღეს საქართველოსთვის მედლების მოპოვებას ბექა ღვინიაშვილი (-90კგ) და მარიამ ჭანტურია (-70კგ) შეეცდებიან.

 

 

 

 

წყარო – ijf.org

 

 

 

 

 

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქართველი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი (ვიდეო)