კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტატო გრიგალაშვილი პრაღაში ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

ტატო გრიგალაშვილი

Image source: Georgian Judo Federation

 

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილმა 81კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილმა პირველ შეხვედრაში იტალიელ კრისტიან პარლატის ვაზარით მოუგო.

მეორე შეხვედრაში გრიგალაშვილმა ბერძენი ძიუდოისტი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდნენ. ნახევარფინალში გრიგალაშვილი გავიდა. ნახევარფინალში ტატომ ბელგიელი მატიას კასი დაამარცხა, შემდეგ კი, ფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს აჯობა და 20 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონი გახდა.

წყარო – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ლუკა მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა