კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ტამბოვის” ახალგაზრდა ქართველი მცველი: “მე საქართველოს ნაკრებში მიწვევას ვიმედოვნებ”

ზურაბ გიგაშვილის ინტერვიუ

Image source: საფეხბურთო კლუბ ტამბოვის ვკ-ს გვერდი

 

რუსეთის პრემიერ-ლიგის „ტამბოვის“ ქართველ მცველს, ზურაბ გიგაშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს. ამის შესახებ ფეხბურთელმა პირველ არხთან საუბარში დაადასტურა.

“საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში სამჯერ გამომიძახეს, მაგრამ ერთხელაც არ მითამაშია. ახლა ინტერესი თუ იქნება, გამიხარდება. საქართველო ჩემი სამშობლოა, ოჯახი დღემდე თბილისში ცხოვრობს და მეც მსურს, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. მთავარია, იყოს სურვილი, მე ორივე ხელით ვემხრობი.

მე 9 წლიდან თურქეთში ვიზრდებოდი, ბოლოს „ანკარაგუჯუში“ ვთამაშობდი, რუსეთში კი წელს წამოვედი. იმის თქმა მინდა, რომ თურქეთში მიცნობენ. რუსეთის პრემიერლიგაში ორი თამაში რომ ჩავატარე, თურქეთიდან დამიკავშირდნენ და დაინტერესდნენ, საქართველოს ნაკრებში თამაშს თუ ვაპირებ. როგორც მითხრეს, აინტერესებდათ, მათ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლაზე რას ვფიქრობდი, რადგან ამ ასაკში ცენტრალური მცველების პრობლემები აქვთ. მე საქართველოს ნაკრებში მიწვევას ვიმედოვნებ. თუმცა, ბოლო ორი წელია მიწვევა არ მიმიღია.

ერთი წელია ოჯახი არ მინახავს და ყველა მენატრება. მერე პანდემიის გამო შეზღუდვები ამოქმედდა და საქართველოში ჩამოსვლა ოცნებად გადამექცა. იმედია, მოიძებნება გზები, რომ ჩამოვიდე და ახალი წელი ოჯახთან ერთად გავატარო“, – აცხადებს ზურაბ გიგაშვილი.

19 წლის ზურაბ გიგაშვილი 2015–2018 წლებში „ანკარაგუჯუს“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, 2020 წლის თებერვალში კი რუსულ კლუბ „არმავირში“ გადავიდა, მაგრამ არ უთამაშია. მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ხელშეკრულება გააფორმა „ტამბოვთან“, რომლის რიგებშიც მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ-ლიგაში ორი მატჩი ჩაატარა და ორივეც ძირითად შემადგენლობაში.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

ნინო ბაციაშვილმა სომეხი დიდოსტატი დაამარცხა