კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ტად მაკფადენის შედეგიანი თამაში და ბურგოსელთა იოლი

ტედი მაკფადენის მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა

Image source: gbf.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, ტად მაკფადენმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და თავის ესპანურ კლუბს, “სან პაბლო ბურგოსს” გაამარჯვებინა. ბურგოსელებმა, რომლებმაც ფიბას ჩემპიონთა ლიგა გასულ თვეში მოიგეს, ამ ტურნირის ახალ გათამაშებაში მეორე ტურის მატჩი იტალიურ “ბრინდიზისთან” გამართეს და დიდი სხვაობით – 93:71 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 24:11 წუთში 21 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა მოაგროვა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა.

მორიგ მატჩს მაკფადენის “ბურგოსი” 9 დეკემბერს, შინ თურქულ “დარუშაფაკასთან” გამართავს.

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

გურამ კაშია: “საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა”