კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სუპერლიგის 25-ე ტურში შოთა არველაძემ უზბეკეთის ჩემპიონობა იზეიმა (ფოტო)

შოთა არველაძე გუნდთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა

Image source: pakhtakor_fc ინსტაგრამის გვერდი

 

უზბეკეთის სუპერლიგის 25-ე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა “პახტაკორმა” სტუმრად “ლოკომოტივი” მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. “პახტაკორს” ჩემპიონობა უკვე წინა ტურში გაფორმებული ჰქონდა.

უზბეკურმა ეს თამაში ამ დღეებში გარდაცვლილ ლეგენდარულ დიეგო მარადონას მიუძღვნა და სპეციალური მაისურებით მოედანზე გავიდა.


მოგებული მატჩის დასრულების შემდეგ, არველაძემ და მისმა გუნდმა ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმეს.

დედაქალაქელები ბოლო ტურის მატჩს 3 დეკემბერს “ანდიჟანთან” ჩაატარებენ, ხოლო 7 დეკემბერს უზბეკეთის თასის ფინალში “სოგდიანას” დაუპირისპირდებიან.

 

 

 

 

 

წყარო – Pakhtakor Football Club

 

 

 

 

 

 

ზურაბ ცისკარიძე: “ის რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ, ამას არავინ დაივიწყებს”