კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

სუპერლიგის 2019 წლის “ყველა ვარსკვლავის” მატჩი-აქცია გაიმართა

სუპერლიგის 2019 წლის “ყველა ვარსკვლავის” მატჩი-აქცია ქუთაისში გაიმართა, რომელიც ტრადიციულად უხვქულიანი, ეფექტური ეპიზოდებით გაჯერებული და მაყურებელთათვის საინტერესო გამოდგა.

სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეები ქუთაისში ოლ სტარის სათამაშოდ უკვე მესამედ შეიკრიბნენ, რითაც საკმაოდ კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. მეტოქე გუნდები ლეგიონერებისგან და ადგილობრივი მოთამაშეებისგან დაკომპლექტდნენ. მატჩი ფრედ 134:134 დასრულდა.

მატჩისა და ჩატენვების კონკურსის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. აქციის ყველა მონაწილე – მოთამაშეები, მწვრთნელები და ექიმები სპეციალური, ვარსკვლავის ფორმის მედალიონებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა – ალეკო პეტრიაშვილმა და ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვეს.

სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულ ჯონატან ლის სპეციალური პრიზი და სნაიპერობის დამადასტურებელი დიპლომი ზვიად კოტრიკაძემ გადასცა, ხოლო ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული მარკ ოგდენი ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა.

ბოლოს მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) – მარკ ოგდენი დაჯილდოვდა, რომელსაც შესაბამისი პრიზები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა გადასცა.

MVP და კონკურსების გამარჯვებულები სუპერლიგისა და საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ტექნიკური პარტნიორის, “ტიფლისტექსის” წარმოებული წინდების მრავალფეროვანი კომპლექტით დაჯილდოვდნენ.

ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია ქუთაისის სპორტის სასახლეში ფოიერვერკით დასრულდა.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდელთა ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)