კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“სულ მალე სიახლე მექნება!” – მერაბ დვალიშვილმა მოახლოებული ბრძოლა დააანონსა

Image source: Merab Dvalishvili Instagram

 

UFC ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მოახლოებული ბრძოლა დააანონსა.

სოციალურ ქსელში 28 წლის სპორტსმენმა გულშემატკივრების საყურადღებოდ განაცხადა:

“ძალიან მალე სიახლე მექნება ჩემს ბრძოლასთან დაკავშირებით”.

დვალიშვილი შერეული ორთაბრძოლების სუპერმსუბუქ წონაში ასპარეზობს. MMA-ის პროფესიონალურ რინგზე მას 9 მოგება და 4 მარცხი აქვს.

UFC-ში ბოლო ორთაბრძოლა დვალიშვილმა 2019 წლის 4 მაისს გამართა, როდესაც კანდაში, ადგილობრივ მებრძოლ ბრედ კატონას, რომელსაც 8-დან 8 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, სამ რაუნდში მოუგო და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. UFC-თან კონტრაქტი ქართველმა მიმდინარე წლის მაისს განაახლა.

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ისტორიული შედეგი დაამყარა – საბრძოლო სამბოში ვერცხლის მედალოსანი გახდა.

წყარო – MERAB DVALISHVILI-THE MACHINE

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლები FIFA-ში (ვიდეო)