კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სტარტი აიღო გოგონათა შორის 7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალი

გოგონათა შორის 7x7-ზე საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო

 

გუშინ, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით 16-წლამდე გოგონათა შორის 7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალმა აიღო სტარტი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით გოგონათა საფეხბურთო ფესტივალი კამპანია #Weplaystrong-ის ფარგლებში იმართება. ფესტივალის პირველ დღეს ტურნირში თბილისის, წალკის, თეთრიწყაროსა და გორის 8 გუნდი ჩაერთო. საფეხბურთო ფესტივალის შემდეგ ტურს 1 ივლისს კასპი უმასპინძლებს, ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.

7×7-ზე საფეხბურთო ფესტივალი 25 ივლისის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. საუკეთესო 4 გუნდი კი, #Weplaystrong-ის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება. საფეხბურთო ფესტივალის ნახევარფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებს სფფ-ის ლაგოდეხის ტექნიკური ცენტრი უმასპინძლებს.

 

 

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

 

 

 

Transfermarkt-მა ევრო-2020-ის ყველაზე ძვირადღირებული 10 თავდამსხმელი დაასახელა (ფოტო)