კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

სფფ-ს დელეგაციამ საპატიო სტუმრებთან ერთად ბათუმის ახალი სტადიონი მოინახულა (ფოტო)

Image source: gff.ge

 

19 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მთავრობასთან და ზამთრის თასის ლეგენდათა ტურნირის მონაწილე გუნდებთან ერთად ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინახულეს.

ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა უკვე საბოლოო ფაზაში გადავიდა. რამდენიმე დღის წინ არენაზე ინდივიდუალური სკამების მონტაჟი დასრულდა. ახლა კი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 ტაბლოს მონტაჟი და შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საბოლოოდ, მშენებლობის პროცესის სრულად დასრულების შემდეგ ბათუმი უეფას IV კატეგორიის, 20 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონს მიიღებს.

 

წყარო – gff.ge

 

ტოჩინოშინი ისევ ფეხის ტრავმას ებრძვის. ქართველი სუმოისტის შედეგი ჰაცუ ბაშოს მე-8 დღეს (ვიდეო)

  • 7