კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სფფ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი: “ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფარიკაობის წარმატებისთვის”

მერაბ ბაზაძე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად ისევ აირჩიეს

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საანგარიშო-სააჩევნო ყრილობა გაიმართა. 83 დელეგატიდან, ყრილობაში მონაწილეობა 70 მიიღო. თავდაპირველად დელეგატებმა პატივი მიაგეს წელს გარდაცვლილი მოფარიკავეების ხსოვნას.

დღის წესრიგის თანახმად სფფ-ს პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ გასული ორი წლის ანგარიში წარადგინა. ყრილობის დელეგატთა გადაწყვეტილებით, საქართველოს ფარიკაობის ფედრაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში მერაბ ბაზაძე უხელმძღვანელებს.

  • გენერალური მდივანი – ნინო ჯერენაშვილი,
  • ვიცე-პრეზიდენტები: როსტომ აბაშიძე, თათია აფციაური, ვარლამ ჯაში და ლალი მოროშკინა.
  • საპატიო პრეზიდენტი: იური ოსიპოვი
  • პრეზიდენტის პირადი მრჩეველი: არჩილ გოგელია
  • საპატიო წევრები: ლუდვიგ ღაღანიძე, გურამ კოსტავა და ნიკოლოზ ანდრიაძე.

“დიდი მადლობა ყრილობის დელეგატებს ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერისათვის, პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ და იმედია მალე ჩვეულ რითმში გავაგრძელებთ მუშაობას. მომავალი ოთხი წელი უმნიშვნელოვანესია ქართული ფარიკაობისათვის და გპირდებით, ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფარიკაობის წარმატებისთვის”, – განაცხადა ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გამგეობაში 13 წევრი იქნება: მერაბ ბაზაძე, ნინო ჯერენაშვილი, თათია აფციაური, როსტომ აბაშიძე, ვარლამ ჯაში, ზურაბ ჯაგაშვილი, გიორგი კეპულაძე, დავით არველაძე, სერგი ხატიაშვილი, მარინა ლონდარიძე, ირინე სხირტლაძე, მალხაზ ძნელაძე და ლალი მოროშკინა.

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

 

 

 

 

NCAA: სანდრო მამუკელაშვილმა ცუდი შედეგი დააფიქსირა, ხოლო “სეტონ ჰოლმა” მესამედ გაიმარჯვა (ვიდეო)