კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

სფფ-მ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციას უმასპინძლა

Image source: gff.ge

 

გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციას უმასპინძლა.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი, გენერალურ მდივანთან არტურ აზარიანთან, აღმასკომის წევრთან კარენ შაბოიანთან და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ელჩთან და ვეტერან ფეხბურთელთან ხორენ ოგანესიანთან ერთად სფფ-ს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. დელეგაციას სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და ვიცე პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა უმასპინძლეს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა მეზობელი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას და თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობას.

 

წყარო – gff.ge

 

ოფიციალურად: საბა ლობჟანიძე “ანკარაგიუჯუში” წარადგინეს