კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

sportx.kz: ლევან კუტალამ “დინამოსთან” კონტრაქტი არ გააგრძელა და ყაზახეთში გაემგზავრა

Image source: Erovnuli Liga

 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონების 2019/20 სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ლევან კუტალია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს.

ამ ინფორმაციას გამოცემა sportx.kz ავრცელებს. 30 წლის თავდამსხმელმა “დინამოსთან” კონტრაქტი არ განაახლა და კარიერას “ირტიშ პავლოდარში” გააგრძელებს.

კუტალიამ თბილისელთა მაისურით ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. ქართველი შემტევი ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 300 ათას ევროდ აფასებს.

წყარო – sportx.kz

 

“კვირკველიასთან სიტუაცია რთულია” – რა გეგმები აქვს “ლოკომოტივს” ქართველ მცველთან დაკავშირებით?