კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

sport24. “სპარტაკი” ჯანო ანანიძისთვის კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებს ეძებს”

ჯანო ანანიძე

Image source: sports.ru

 

რუსული გამოცემები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ მოსკოვის “სპარტაკისა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე იანვარში კლუბს დატოვებს.

ამჯერად, sport24-მა დაწერა, რომ ჯანო და მისი თანაგუნდელი, აიაზ გულიევი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დიდი ალბათობით “სპარტაკს” დატოვებენ. რუსული კლუბი მათი კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტებს უკვე ეძებს. ქართველ ფეხბურთელს ხშირი ტრავმები დიდად უშლის პოტენციალის გამოვლენაში.

ჯანო ანანიძეს მოსკოვის სპარტაკთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება. მისი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება transfermarkt-ის მიხედვით 1 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგაში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.

წყარო – sport24.ru

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთმაშედ დაასახელეს