კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Sport.es: სუარესმა “იუვენტუსთან” მოლაპარაკებები შეაჩერა

Luis Suarez of FC Barcelona looks on during the Liga match between FC Barcelona and Sevilla FC

Image source: Getty Images

 

ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმაიუვენტუსთან” მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის შესახებ გამოცემა Sport.es-ი იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, ურუგვაელ ფეხბურთელს ტურინულ გუნდში გადასვლის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი ეპარება, რადგანაც ესმის, რომ ეს შესაძლოა მის კარიერაში უკანასკნელი მსხვილი ტრანსფერი აღმოჩნდეს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სუარესს ყველა სცენარის განხილვა სჭირდება.

უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელების ახალი მწვრთნელი, რონალდ კუმანი მასზე იმედებს არ ამყარებს. სუარესის ტრანსფერის შეძენის მთავარი კანდიდატი არის ტურინის “იუვენტუსი“, თუმცა გავრცელებული ხმების თანახმად, მის მიმართ ინტერესს იჩენს ასევე მადრიდის “ატლეტიკო“.

წყარო – Sport.es

როგორი შეიძლება იყოს “მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო შემადგენლობა დონი ვან დე ბეკთან ერთად