კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“სპარტაკის” გულშემატკივარმა ცორნთან საუბარში ანანიძე ინვალიდათ მოიხსენია

Image source: spartak.com

 

სპარტაკის” აღმასრულებელი დირექტორი თომას ცორნი თეთრ-წითლების გულშემატკივარს ესაუბრა “როსტოვთან” განცდილი მარცხის შემდეგ.

გულშემატკივარი: აღარ შემიძლია ამის ყურება. რას მირჩევთ – არ წამოვიდე სტადიონზე? მე მოვდივარ ყოველ სეზონზე, ყველა მატჩზე.

ცორნი:  შენ ხომ გულშემატკივრობ გუნდს? გულშემატკივრობ “სპარტაკს“?

გულშემატკივარი: დიახ, მე გუნდის გვერდით ვარ მწუხარებაში და სიხარულში.

ცორნი: შენი აზრით ჩვენ გვიხარია?

გულშემატკივარი: თქვენ ხომ დირექტორი ხართ? მწვრთნელს რაღაც ხომ უნდა უთხრათ. მაგრამ გამოდის, რომ ჩვენი მწვრთნელი გერმანელია. არ ესმის მას , რაშია საქმე.

ცორნი – დიახ, ყველას ყველაფერი ესმის. მასაც ყველაფერი ესმის. ის გუნდთან კარგად ურთიერთობს.

გულშემატკივარი – მაშინ რატომ არ ასრულებენ? ჩემთვის მირზოვი და აი ეს, ჯანო – ინვალიდები არიან. მას არ ესმის, რომ ამ გუნდში მათ ადგილი არ აქვთ?!

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-19 ტურში მოსკოვის „სპარტაკი“ საკუთარ მოედანზე „როსტოვთან“ 4:1 ანგარიშით დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძე მოედანზე არ გამოჩენილა.

 

წყარო – sports.ru

 

ელიზბარ ოდიკაძემ ალანების ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)