კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“სპარტაკის” გენერალურმა დირექტორმა “ნაპოლის” გიორგი ჯიქიას მიმართ ინტერესზე კომენტარი გააკეთა

შამილ გაზიზოვი ჯიქიაზე

Image source: ФК "Уфа" ოფიციალური გვერდი/РИА Новости

 

მოსკოვის “სპარტაკის” გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ბოლო დღეებში გავრცელდა იტალიურ და რუსულ სპორტულ მედიაში – “ნაპოლი” დაინტერესებულია “წითელ-თეთრების” ქართველი მცველის გიორგი ჯიქიას ტრანსფერით.

“იტალიაში ჯიქიას მიმართ არსებული ინტერესის შესახებ წერენ? შეიძლება კიდევ ბევრი რამ დაწერონ, ინგლისში მაგალითად, ჟიგოს მიმართ ინტერესის შესახებ წერენ. მე ჭორების არ მჯერა. თუ იქნება შემოთავაზებები მაშინ ჩვენ ისინი განვიხილავთ” , – განაცხადა გაზიზოვმა.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლი” კალიდუ კულიბალის შემცვლელად გიორგი ჯიქიას ტრანსფერს განიხილავს.

ჯიქია “სპარტაკში” “ამკარიდან” 2017 წლის ზამთარს გადავიდა. მისმა სატრანსფერო ფასმა 2.5 მილიონი ევრო შეადგინა. ჯიქიას მიმდინარე კონტრაქტი “სპარტაკთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

2019/20 სეზონში ჯიქიამ “სპარტაკის” შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

 

წყარო – championat.com

 

 

 

 

საქართველოს ფუტსალის ლიგის გამარჯვებული “თსუ” გახდა