კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სოსო ფრუიძე: ” წყალტუბოს “სამგურალის” ხელმძღვანელობამ ორი დღის წინ შემომთავაზა თანამშრომლობა”

სოსო ფრუიძე სამგურალს გაწვრთნის

Image source: FC Samgurali official ფეისბუკ გვერდი

 

წყალტუბოს “სამგურალის” მთავარ მწვრთნელად გამოცდილი და ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპეციალისტი სოსო ფრუიძე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია “სამგურალის” ფეისბუქის ოფიციალურ გევრდზე გავრცელდა.

63 წლის სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე სწორედ “სამგურალის” (1994 და 1995/96 წლების სეზონში) მთავარი მწვრთნელი იყო. ყველაზე დიდხანს – 12 წლის განმავლობაში (2008-2020 წლები) კი საჩხერის “ჩიხურას” წვრთნიდა. ბოლოს, სოსო ფრუიძე თბილისის “ლოკომოტივში” მუშაობდა, რომელიც 2020 წლის ივლისს დატოვა.

“მოხარული ვარ რომ დავბრუნდი კლუბში, სადაც, მთავარი მწვრთნელი რანგში, უმაღლეს ლიგაში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. “სამგურალის” ასპარეზობას ყოველთვის თვალს ვადევნებდი…

კლუბის ხელმძღვანელობამ ორი დღის წინ შემომთავაზა თანამშრომლობა. მქონდა მათთან შეხვედრები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და მივიღე გადაწყვეტილება დავთანმხმებულიყავი მათ შემოთავაზებას. მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის, ამ ეტაპზე გუნდის გაცნობის პროცესში ვარ. პირველ ვარჯიშს დღეს ჩავატარებ. დარწმუნებული ვარ უჩა სოსიაშვილს კარგი სამუშაო ექნება გაწეული. ვეცდებით, რომ “სამგურალმა” რაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს”, – განაცხადა სოსო ფრუიძემ.

 

 

წყარო – FC Samgurali official