კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სოლომონ კვირკველია საბერძნეთში? “ლოკომოტივს” ფეხბურთელების გაცვლის გეგმები აქვს

Image source: FC Lokomotiv

 

რუსული სპორტული პრესა ბერძნულ sport24.gr ვებ-გვერდზე დაყრდნობით წერს, რომ “ლოკომოტივმა” საბერძნეთის ჩემპიონატის მოქმედ ლიდერ “პაოკ“-ს ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია შესთავაზა, რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს ისლანდიელი სვერირ ინგასონის ტრანსფერში.

26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ ბერძნული კლუბი 8 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხაზე არ თანხმდება, ამიტომ “ლოკომოტივი” მზადაა მათ ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს. მოსკოვური კლუბი ქართველ მცველთან ერთად ფულად კომპენსაციასაც გადაიხდის, რომლის ოდენობასაც მხარეები ორმხრივი განხილვის შედეგად გაარკვევენ.

27 წლის ქართველმა ლეგიონერმა 2019 წელს ტრავმის შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. იანვარში კლუბის შეცვლა შესაძლოა მისთვის წარმატებული ცვლილება იყოს.

წყარო – fclmnews.ru

ინსტაგრამი რონალდუს უფრო მეტს უხდის, ვიდრე “იუვენტუსი”. 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი გვერდები სოციალურ ქსელში