კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

SofaScore: რამდენი ქულით შეფასდა ჯაბა კანკავას მესამე თამაში საფრანგეთში (ფოტო)

ჯაბა კანკავას თამაშის შეფასება

Image source: vafcofficiel ინსტაგრამის გვერდი

 

საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში ჯაბა კანკავას „ვალენსიენი“ სტუმრად „კანს“ შეხვდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ქართველმა ფეხბურთელმა სტუმართა რიგებში მესამე მატჩის ჩაატარა, მან შეუცვლელად ითამაშა. სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის თამაში 7.1 ქულით შეაფასა.

ჯაბა 90′ წუთში 58–ჯერ შეეხო ბურთს, 36-ჯერ ზუსტი გადაცემა გააკეთა, 6-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა პოზიციისთვის ბრძოლაში, 2-ჯერ მეტოქეს ბურთი წაართვა, 3-ჯერ მეტოქე დრიბლინგით მოატყუა, 5-ჯერ ბურთი გამოიტანა, ხოლო გადაცემათა სიზუსტემ 88% შეადგინა.

sofascore-ის შეფასება

Sofascore-მა ჯაბა კანკავას თამაში შეაფასა

შეგახსენებთ, რომ ჯაბა „ვალანსიენში“ იანვრის ნახევრებში გადავიდა. მისი გუნდი ლიგა 2-ში 35 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

 

 

წყარო – sofascore.com

 

 

 

 

 

 

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს კორონავირუსი აქვს