კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

SofaScore: რამდენი ქულით შეფასდა ჯაბა კანკავას თამაში წაგებული მატჩის შემდეგ (ფოტო)

ჯაბა კანკავას გუნდის მე-7 მარცხი

Image source: va-fc.com

 

საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურში ჯაბა კანკავას „ვალენსიენმა“ შინ „გრენობლს“ მინიმალური 0:1 ანგარიშით დაუთმო შეხვედრა.

ქართველმა ფეხბურთელმა მასპინძელთა რიგებში მეოთხე მატჩის ჩაატარა, მან შეუცვლელად ითამაშა. სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის თამაში 7.1 ქულით შეაფასა.

ჯაბა 90′ წუთში 72–ჯერ შეეხო ბურთს, 49-ჯერ ზუსტი გადაცემა გააკეთა, 4-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა პოზიციისთვის ბრძოლაში, ერთხელ მეტოქეს ბურთი წაართვა, ერთხელ ბურთი გამოიტანა, ერთხელ კარს მიღმა დაარტყა, ერთხელ საკვანძო გადაცემა გააკეთა, ხოლო გადაცემათა სიზუსტემ 83% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა „ვალანსიენში“ იანვრის ნახევრებში გადავიდა. მისი გუნდი ლიგა 2-ში 35 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

წყარო – sofascore.com

 

 

 

“კარტახენას” გიორგი აბურჯანიას თამაში SofaScore–მა შეაფასა (ფოტო)