კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

Soccer.ru: “როტორის” გამარჯვების სიმბოლო კი სოლომონ კვირკველია იყო”

სოლომონ კვირკველია გასული ტურის სიმბოლურში შეიყვანეს

Image source: სკ "როტორის" ვკ-ს გვერდი

 

რუსული სპორტული გამოცემა soccer.ru-მა ვოლგოგრადის “როტორის” ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მისი თამაში დაახასიათა. კვირკველიას “როტორმა” რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-12 ტურში მოსკოვის “ლოკომოტივს” სტუმრად შეხვდა და 2:1 ანგარიშით გაიმარჯვა.

„ “როტორის“ გამარჯვება შედეგი იყო მომენტების ბრწყინვალე რეალიზების, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ „ლოკომოტივის“ მოდუნების, ბედნიერი დამთხვევების და ასევე თავდადების, რომლის სიმბოლო კი სოლომონ კვირკველია იყო. აქამდე ქართველი მცველი „ლოკომოტივში“ თამაშობდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის ბოლო ჩემპიონობაში, მაგრამ შემდეგ ის გუნდს აღარ დასჭირდა. საბასთვის ეს განსაკუთრებული გამარჯვება იყო, რომლისთვისაც იგი არც ვარდნებს ერიდებოდა და არც ბურთებისთვის ბოლომდე ბრძოლას. მოტანილი პენალტისთვისაც საბას დადანაშაულება არასწორია, რადგან ხელით შემთხვევით ითამაშა. მიუხედავად ამისა, ანგარიში არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ანტონ მირანჩუკმა ვერ გაიტანა“, – წერს soccer.ru.

სოლომონ კვირკველია “ლოკოში” 2017 წლიდან ირიცხება. რუსული პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში მან 54 მატჩი ჩაატარა და 3 ყვითელი ბარათი მიიღო. „ლოკომოტივში“ კი 28 წლის ქართველმა მცველმა ერთხელ რუსეთის ჩემპიონატი და ორჯერ თასი მოიგო.

წყარო-soccer.ru

 

 

 

 

სოლომონ კვირკველიას ბერძნულ კლუბში გადასვლა შეეძლო