კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სლუცკი: “ვფიქრობ, უკანა ბარძაყის კუნთის ხვიჩას ტრავმა აქვს”, კვარაცხელია: “ეს მე არ უნდა გავაკეთო”

ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი ინსტაზე ტრავმის შესახებ

Image source: SPUTNIK/PAVEL LISITSYN

 

რუსეთის პრემიერ-ლიგის 26-ე ტურში “ურალის” წინააღმდეგ მოგებული მატჩის პირველივე ტაიმში (32′-ე წუთი) “რუბინის” ქართველი ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიღებული ტრავმის შესახებ კომენტარი ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:

“ხვიჩამ საერთო ჯგუფში ივარჯიშა, მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ვფიქრობ, უკანა ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს. რამდენად სერიოზულია ეს უკვე გამოკვლევები აჩვენებს”, – განაცხადა სლუცკიმ.

მიღებული ტრავმის შემდეგ ხვიჩა ინსტაგრამის საკუთარ გერდზე, ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის ცნობილი სიტყებით გამოეხმაურა:

“ეს მე არ უნდა გავაკეთო. მე მხოლოდ ვაკეთებ იმიტომ ის ვარ, ვინც ვარ. ასე ვთამამაშობ თამაშს. ესაა ჩემი მენტალობა და თუ ასე არ გსურს, მაშინ საერთოდ არ უნდა ითამაშო”, – დაწერა ხვიჩამ.

 

 

 

 

წყარო – rubin-kazan.ru

 

 

 

 

 

 

ვლადიმერ გეგეშიძემ ის 10 მოჭიდავე გამოარჩია, რომლებიც ვარშავაში ტატამზე საქართველოს სახელს დაიცავენ