კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“კვარაცხელია ჯერ დისნეილენდში ცხოვრობს” – რუბინის მრვრთნელმა ქართველი გოლოვინთან შეადარა

ხვიცა კვარაცხელია

Image source: gff.ge

 

რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ყაზანური გუნდისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. რუსმა სპეციალისტმა 18 წლის ქართველი ლეგიონერისა და “ცსკა“-ში მის ყოფილ ფეხბურთელ, ალექსანდრ გოლოვინს (რომელიც ამჟამად “მონაკოს” ფეხბურთელია) შორის სხვაობაზე აქცენტი გააკეთა.

“პირველ რიგში არის ენობრივი პრობლემა. კვარაცხელიას ყველაფერი ესმის, მაგრამ ასე ურთიერთობა არ შეუძლია. მეორე რიგში კი გოლოვინი გოლოვინი მის ასაკში უფრო რეფლექსირებული და ზრდასრული იყო, ვიდრე ხვიჩაა. ახლა მას უნდა მივცეთ ბურთი, დრო, ჩავრთოთ ცოტა ტაქტიკაში, ავუხსნათ პრინციპები და ისღა გვრჩება, რომ დავტკბეთ პროცესით, ან იმედგაცრუება, როცა რაღაცა არ გამოსდის. ამ ეტაპზე ეს საკმარისია საიმისოდ რომ ის ვმართოთ და გაიზარდოს.

გოლოვინს კი გუნდში საკომუნიკაციო დიდი პრობლემები ჰქონდა, ის კოლექტივში ურთიერთობას ვერ ახერხებდა და გუნდის ძირძველი წევრების მწარე იუმორზე მტკივნეულად რეაგირებდა.

ხვიჩა გუნდში ყველას უყვარს. მას მსუბუქი ხასიათი აქვს, უმნიშვნელო თემებზე არ ღელავს, მუდამ იღიმება და ძლიერ ჩაფიქრებული არაა. საკაიფოდ ცხოვრობს, ამ სიტყვის დადებითი მნიშვნელობით.

სლუცკიმ აღნიშნა ასევე ხვიჩა კვარაცხელიას თავისებური მიდგომა ვარჯიშებზე.

“მეც ვარ ხშირად ბაზაზე და ვხედავ რომ ის საღამოს ყოველთვის ვარჯიშზე გამოდის. როცა მოუნდება, პენალტის არტყამს. მე ვეუბნები “პენალტი რათ გინდა? მატჩში დარტყმის უფლებას მაინც არავინ მოგცემს!”, მას კი უბრალოდ უნდა, და არტყამს. ეს არა თუ ლოგიკური, არამეტ ემოციონალური მუშაობაა. მას უყვარს ბურთი, ფეხბურთი, ბურთით თამაში. სატრენაჟორო დარბაზში ის არასდროს მინახავს. მე ვგულისხმობ არა თუ გუნდურ ვარჯიშს, არამეტ ინდივიდუალურს, უქმე დროს ის დარბაზში არ წავა. ჯერჯერობით ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც დისნეილენდში ცხოვრობს და მაქსიმლურად სიამოვნების მიღებას ცდილობს. სასიხარულოა, რომ ის ისეთი რამეებით ხალოსობს, რაც მის პროფესიას წარმოადგენს.” – განაცხადა სლუცკიმ ნობელ არუსტამიანის ტელეგრამ არხში.

წყარო – championat.com

 

სასწრაფოდ. ვლადიმერ ვაისი ესტონეთის წინააღმდეგ დასკვნით მატჩზე საქართველოს ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს