კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სკანდალი! “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გეი ფეხბურთელები მეტად კრეატიულები არიან

ვან გალმა ფეხბურთში ლგბტ საზოგადოების შესახებ ისაუბრა

Image source: Getty Images

 

ბარსელონას“, “ბაიერნისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გალმა ფეხბურთში ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების შესახებ ისაუბრა.

“არცერთ მოთამაშეს არ უთქვია ჩემთვის: “მე გეი ვარ”. არცერთს, და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ხშირად ვამჩნევდი, რომ ფეხბურთელებს შორის ზოგიერთი გეია, მაგრამ, თუ ვინმე მზად არაა ამის შესახებ გამოაცხადოს, მე ძალას არავის დავატან. მნიშვნელობა არააქვს, თუ რომელ კლუბში იყო ეს. მე მინდა დავიცვა ასეთი ფეხბურთელები.

ქამინგ-აუტი ძალიან რთულია, ამისთვის საჭიროა დიდი ძალა და გამბედაობა, რადგანაც საფეხბურთო საზოგადოება და მრისხანე გარე სამყარო, როგორც ჩანს, თვლიან, რომ არატრადიციული ორიენტაცია პრობლემას წარმოადგენს. მაგრამ, ყოველთვის ჯობია აღიარო და იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ და არ დაუჯერო ყველაფერს, რასაც ამბობენ.

ბევრჯერ შემიმჩნევია, და ეს შეიძლება გიჟურად ჟღერს, მაგრამ გეი ფეხბურთელები მეტად კრეატიული მოთამაშეები არიან. ეს კი ძალიან დასაფასებელია. ახლა ფეხბურთში ძალიან ბევრი გეია – ფეხბურთი არ არის საზოგადოების სარკე”, – 68 წლის სპეციალისტის სიტყვებს Gaykrant-ი გადმოგვცემს.

შეგახსენებთ, რომ ვან გალის ბოლო კლუბი იყო “მანჩესტერ იუნაიტედი”. ჰოლანდიელი სპეციალისტი პენსიაზე გავიდა 2016 წლის მაისს, თუმცა, 2019 წლის მარტში სამწვრთნელო კარიერის განახლების შესახებ გამოაცხადა.

 

წყარო – Gaykrant.

ობამეიანგს ინგლისის თასი ხელიდან გაუვარდა და დაიმსხვრა (ვიდეო)