კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“სიტის” ესპანელი მაესტროს შედევრი გოლი “ეტიჰადის” სტადიონიდან (ვიდეო)

სილვას შედევრი გოლი

Image source: NMCPool

 

გუშინ, ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ნიუქასლი5:0 მშრალი ანგარიშით დაამარცხა. ხსენებულ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 34 წლის ესპანელი დავიდ სილვა დასახელდა. ესპანელმა ნახევარმცველმა გაბრიელ ჟეზუსს და რაჰიმ სტერლინგს გაატანინა, ხოლო 65‘-ე წუთზე ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით “ნიუქასლს” გაუტანა

“ოჰ დიახ, დავიდ სილვა!

სპეციალური საჯარიმო დარტყმა ესპანელი მაესტროსგან” , – ასეთი რეაქცია ჰქონდა BT Sport-ს სილვას გატანილ გოლზე.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “სიტიმ” რიგით 22-ე გამარჯვება იზეიმა და დაგროვებული 69 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

წყარო ManCity

 

 

 

 

როგორ მივიდა პიკე კატალონიურ დერბიზე (ვიდეო)