კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“სიტიმ” “ლივერპულის” ჩემპიონობა კიდევ უფრო რეალური გახადა, “არსენალმა” ისევ ვერ მოიგო (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპულის“ ჩემპიონობა კიდევ უფრო რეალური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის გუნდი 23-ე ტურის მატჩს კვირას გამართავს, მისმა კონკურენტმა „მანჩესტერ სიტიმ“ მორიგი ქულები დაკარგა, რაც „წითლების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

პეპ გვარდიოლას გუნდმა „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და ჯერ ტაიმი წააგო, მერე 82-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ სერხიო აგუერომ 5 წუთში დუბლი შეასრულა და „სიტი“ გამარჯვებას მიუახლოვა.

მიუხედავად ამისა, „ქალაქელებმა“ მაინც ვერ მოიგეს, რადგან ფერნანდინომ 90-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. „სიტი“ „ლივერპულს“ 13 ქულით ჩამორჩება, მაგრამ „ლივერპულს“ 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ლონდონის „არსენალის“ წარუმატებელი სერია კი ისევ გრძელდება. მიკელ არტეტას გუნდმა საკუთარ მოედანზე „შეფილდ იუნაიტედთან“ მოგება ვერ მოახერხა. გაბრიელ მარტინელიმ პირველ ტაიმის ბოლო წუთზე „მეთოფეები“ დააწინაურა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. ბოლოს „არსენალმა“ გოლი გაუშვა და მორიგი ქულები გაანიავა. ლონდონური გრანდი 23 ტურის თავზე 29 ქულით მე-10 ადგილზეა.

„არსენალი“ – „შეფილდი“ 1:1

გოლები: 1:0 მარტინელი (45), 1:1 ფლეკი (83)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ

„მანჩესტერ სიტი“ – „კრისტალ პალასი“ 2:2

გოლები: 0:1 ჯენკ თოსუნი (39), 1:1 აგუერო (82), 2:1 აგუერო (87), 2:2 ფერნანდინიო (90, ა.გ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ითამაშებენ თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია დღეს ბელგიის ჩემპიონატში (ფოტო)