კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

სისინიო: “პერესმა ზიდანს კონტრაქტი გასახდელში შესთავაზა”

სისინიომ გაიხსენა ზინედინ ზიდანის ფეხბურთიდან წასვლის მომენტი

Image source: Getty images

 

„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სისინიომ გაიხსენა ზინედინ ზიდანის ფეხბურთიდან წასვლის მომენტი, როდესაც ფლორენტინო პერესმა ახალი ხელშეკრულება გასახდელში შესთავაზა.

ზიდანი „რეალში“ ბოლო თამაშს ატარებდა და ყველანი ძალაინ განვიცდიდით. გასახდელში ფლორენტინო პერესი შემოვიდა და მას რობინიომ ხუმრობით უთხრა: პრეზიდენტო, ზიდანი თანახმაა ორი წელი ითამაშოს თუ სეზონში 6.5 მილიონ ევროს გადაუხდით. პერესმა დაიჯერა და ზიდანს შესთავაზა კონტრაქტზე ხელი იქვე მოეწერათ. ზიზუ წამიერად დაფიქრდა და თქვა: „არა, აღარ მინდა თამაში“ – თქვა სისინიომ.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა კარიერა 2006 წელს დაასრულა.

 

 

 

 

წყარო – Goal.com

 

 

 

 

 

 

ლეგენდარული მაიკ ტაისონს კრივს უბრუნდება – ცნობილია მიზეზი